იუვენტუსსა და ნაპოლის შორის დანილოს თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება
ნაპოლი იუვენტუსის უკანახაზელის დანილოს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
SportItalia-ს ინფორმაციით, პარტენოპეის ბრაზილიელი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმების იმედი აქვს, იუვენტუსი კი თავის მხრივ კომპენსაციის სახით 2-3 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, ნაპოლის დანილოსთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და გუნდებს შორის მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.