იუვესა და ნაპოლის შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა
ვიქტორ ოსიმენი ზაფხულში იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება და ტურინულმა გრანდმა ნიგერიელი ფორვარდისგან თანხმობა უკვე მიიღო, მაგრამ გუნდებს შორის მოლაპარაკებები ჯერ დაწყებული არ არის.
SportItalia-ს ცნობით, იუვენტუსი ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს, სხვაგვარად ფინანსურად ნიგერიელის გაფორმება შეუძლებელი იქნება.
გალათასარაიში იჯარით მოასპარეზე 26 წლის ფორვარდის აქტივში მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 26 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.