იუვენტუსსა და მარუსიჩის აგენტს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
იტალიურ მედიაში ადამ მარუსიჩის მიმართ იუვენტუსის მხრიდან არსებული ინტერესის თაობაზე საუბრები არ წყდება.
33 წლის მარჯვენა მცველის მიმდინარე კონტრაქტი ლაციოსთან სეზონის ბოლოს იწურება და ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მონტენეგროელის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი, მათ შორის იუვენტუსი იჩენს. La Stampa-ს ცნობით, მარუსიჩი 3-წლიან კონტრაქტს ითხოვს, გასამრჯელოს სახით კი სეზონში 2 მილიონის მიღება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
