იუვენტუსსა და კიეზას აგენტს შორის მოლაპარაკებები აქტიურად გრძელდება
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი ფედერიკო კიეზას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელთან პირადი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებას ცდილობს, რის შემდეგაც ლივერპულთან მოლაპარაკებებს უფრო აქტიურად შეუდგება.
კიეზა ლივერპულში წლიურად 6 მილიონს იღებს და იუვენტუსში დასაბრუნებლად მას გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
