იუვენტუსსა და ფენერბაჰჩეს შორის მოლაპარაკებები გრძელდება
იუვენტუსმა ჟან-ფილიპ მატეტას გაფორმებაზე მუშაობა საბოლოოდ შეაჩერა და სრულიად იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერზე გადაერთო.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა მოროკოელ ფორვარდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და ახლა მოლაპარაკებები გუნდებს შორის გრძელდება.
ფენერბაჰჩე 28 წლის შემტევის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუ სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვა სავალდებულო იქნება. იუვენტუსს თავის მხრივ სურს, გამოსასყიდი პუნქტი სავალდებულო მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდეს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
