იუვენტუსსა და ბეტისს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა…
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი და ბეტისი არტურ მელოს ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან.
წყაროს ცნობით, პრობლემა ფეხბურთელისთვის სეზონის მეორე ნახევარში გადასახდელი ხელფასია. იუვენტუსი ბრაზილიელს არენდით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ესპანელები მის გასამრჯელოს – 2.5 მილიონ ევროს სრულად დაფარავენ.
დი ნატალეს ცნობით, მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში განახლდება. არტურმა ბეტისში ტრანსფერს მწვანე შუქი უკვე აუნთო და გუნდებს შორის შეთანხმების მოლოდინშია.