TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსსა და ბენფიკას შორის მოლაპარაკებები გრძელდება…

იუვენტუსიი ბენფიკასთან ანტონიო სილვას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა დაადასტურა (იხილეთ აქ), სილვას იუვენტუსში გადასვლა სურს, თუმცა პრობლემა პორტუგალიური გუნდის პოზიციაა.

ბენფიკა სილვას გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს, იუვენტუსს კი ფეხბურთელის 6-თვიანი ფასიანი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.