იუვენტუსსა და ატალანტას შეთანხმებამდე 5 მილიონი აშორებთ
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ატალანტასთან ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმების მიღწევა უმოკლეს დროში სურს.
წყაროს ცნობით, მატიას სულეს რომაში ტრანსფერის დადასტურებისთანავე იუვენტუსი წინადადებას 50 მილიონ ევრომდე გაზრდის, რასაც ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი ევრო დაემატება.
ლა დეა ნიდერლანდელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა ფეხბურთელის პოზიციიდან გამომდინარე, ვისაც იუვენტუსში გადასვლა სურს, მხარეებს საერთო ენის გამონახვა არ უნდა გაუჭირდეთ.