იუვენტუსსა და ადეიემის აგენტს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, იუვენტუსსა და დორტმუნდის გარემარბის კარიმ ადეიემის აგენტს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
წყაროს ცნობით, 22 წლის გერმანელი ტალანტი მატიას სულესა და ფედერიკო კიეზას შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.
დელა ვალეს ცნობით, ადეიემის გაფორმება პირადად ტიაგო მოტას მოთხოვნაა, ვინც გერმანელს გუნდის შეტევის პოტენციალის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატუად მოიაზრებს.
დორტმუნდი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის გაშვებას 25-30 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.