იუვენტუსის პირველი წინადადება ჟეგროვას თაობაზე
იუვენტუსი ლილის გარემარბის ედონ ჟეგროვას ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და ფრანგებს პირველი წინადადებით უკვე მიმართა.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდი ლილს კოსოვოელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს სთავაზობს.
ფრანგებს 20 მილიონის მიღება სურთ, თუმცა 26 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი გუნდთან სეზონის ბოლოს იწურება, ამიტომ მათ დიდი ალბათბით დათმობაზე წასვლა მოუწევთ.
იუვენტუსს ჟეგროვას გასაფორმებლად პირველ რიგში ნიკო გონსალესის გაყიდვა მოუწევს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                