იუვეს წინადადება დევიდს, ბიანკონერი კანადელის პასუხს მომდევნო კვირაში ელოდება…
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონათან დევიდისგან პასუხის მოლოდინშია და სავარაუდოდ მისი ტურინში გადაბარგების საკითხი მომდევნო კვირაში გადაწყდება.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი დევიდს, ვინც თავისუფალი აგენტი გახლავთ, 5-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 6 მილიონს, ამის გარდა კი ერთჯერადი ბონუსებისა და აგენტის საკომისიოს სახით 15 მილიონ ევროს სთავაზობს.
დევიდის ტრანსფერზე პარალელურად რამდენიმე იტალიური და ინგლისური გუნდი მუშაობს.