იუვენტუსს მარკო ვერატის სამსახური შეთავაზეს
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსს და სერია ა-ს სხვა რამდენიმე გუნდს მარკო ვერატის სამსახური შეთავაზეს.
32 წლის იტალიელ ფეხბურთელს ევროპაში დაბრუნება უნდა და მის აგენტს ახალი გუნდის ძებნა უკვე დაწყებული აქვს.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ვერატის გაფორმების წინააღმდეგი არ იქნება, თუ ის ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
