იუვენტუსის ულტიმატუმი ენ-ნესირის…
იუვენტუსის სპორტული დირექტორი მარკო ოტოლინი თურქეთიდან ტურინში ისე დაბრუნდა, რომ იუსეფ ენ-ნესირის ტრანსფერის დახურვა ვერ შეძლო.
ტურინულმა გრანდმა ფენერბაჰჩესთან ტრანსფერის დეტალები უკვე შეათანხმა, მაგრამ პრობლემა 28 წლის მოროკოელი ფეხბურთელის პოზიციაა.
ენ-ნესირის ფენერბაჰჩეს საბოლოოდ დატოვება უნდა, იუვენტუსი კი თავის მხრივ მისი იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსი მოროკოელის საბოლოო პასუხს ორშაბათამდე დაელოდება, რის შემდეგაც ალტერანტიული ვარიანტების ძიებას შეუდგება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
