TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის კიდევ ერთი უარი რომას…

იუვენტუსმა მატიას სულეს თაობაზე რომას კიდევ ერთი წინადადება გაისტუმრა უარით.

ჯალოროსი ლესტერთან ახალგაზრდა არგენტინელის ტრანსფერისთვის ბრძოლას აგრძელებს და რომას ბოლო წინადადება 25 მილიონი და ბონუსები იყო, რაზეც კრისტიანო ჯუნტოლიმ უარი თქვა.

IlBianconero-ს ცნობით, იუვენტუსი სულეს სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონ ევროსა და ბონუსებს ითხოვს და გუნდი დათმობაზე წასვლას არ აპირებს.