იუვეს უარი ლესტერს, ჯუნტოლი დათმობაზე წასვლას არ აპირებს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსმა მატიას სულეს თაობაზე ლესტერის ბოლო წინადადებაც უარით გაისტუმრა.
SportMediaset-ის ცნობით, ინგლისელები არგნეტინელი ტალანტის სანაცვლოდ 30 მილიონსა და ბონუსებს იხდიდნენ, მაგრამ იუვენტუსისგან უარი მიიღეს.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი არგენტინელის სანაცვლოდ გარანტირებულ 35 მილიონ ევროს ითხოვს და სხვა წინადადების განხილვას არ აპირებს.