TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ტუდორის პოტენციური შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსს იგორ ტუდორის პოტენციური შემცვლელი შერჩეული ჰყავს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის ტუდორს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა თუ სეზონის მსვლელობისას იუვენტუსმა თამაშის ხარისხი და შედეგები არ გამოასწორა, ხორვატის მომავალი ბიანკონერის რიგებში სეზონის ბოლოს საეჭვო იქნება.

მორეტოს თქმით, იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ტუდორის გუნდიდან წასვლის შემთხვევაში ჩელსის იტალიელი თავკაცი ენცო მარესკა იქნება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !