TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსს ტუდორის 2 პრიორიტეტული შემცვლელი შერჩეული ჰყავს

რეალთან უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, იტალიურ მედიაში იგორ ტუდორის პოტენციური შემცვლელების თაობაზე საუბრები არ წყდება.

SportItalia-ს ინფორმაციით, თუ უახლოეს კვირებში იუვენტუსმა ტუდორის გაშვება გადაწყვიტა, ბიანკონერი გუნდში რაფაელე პალადინოს ან დორტმუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის ედინ ტერზიჩის გაფორმებას ეცდება.

ბიანკონერი ინტერესს არ კარგავს ლუჩიანო სპალეტისა და რობერტო მანჩინის მიმართ, თუმცა ისინი მინიმუმ 2-წლიან კონტრაქტებს ითხოვენ, ამიტომ პრიორიტეტები ტერზიჩი და პალადინო არიან, რომლებიც გუნდის სეზონის ბოლომდე ჩაბარების წინააღმდეგები არ იქნებიან.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !