TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ტონალის გაფორმება გაუჭირდება

იუვენტუსი ნიუკასლის ნახევარმცველის სანდრო ტონალის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება მარტივი არ იქნება.

SportItalia-ს ცნობით, ნიუკასლი ტონალის სანაცვლოდ 60-65 მილიონ ევროს ითხოვს, ამ ყველაფერს კი ფეხბურთელის მაღალი ხელფასი – 7 მილიონი ევრო ემატება, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით სანდროს გაფორმებას საგრძნობლად ართულებს.

ტონალის გაფორმება რეალური იმ შემთხვევაში გახდება, თუ გუნდი ზაფხულშ დუგლას ლუისის სარფიანად გაყიდვას შეძლებს.

error: დაცული კონტენტი !