იუვეს სკაუტები იპსვიჩის ფორვარდს დააკვირდებიან
იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი იპსვიჩის ფორვარდის ლიამ დელაპის ტრანსფერით ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის სკაუტები მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩს დაესწრნენ და მათი დაკვირვების მთავარი ობიექტი სწორედ 21 წლის ფორვარდი იყო.
ახალგაზრდა შემტევი შესანიშნავ სეზონს ატარებს, მის აქტივში ამ მომენტისთვის 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა, მისი გაფორმება იუვეს იანვარში დაახლოებით 20-25 მილიონ ევროდ შეეძლება.