ენცოსა და აილინგის შემდეგ, იუვენტუსს ჰეისენი დატოვებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ენცო ბარენეჩეასა და სამუელ აილინგ-ჯუნიორის შემდეგ, იუვენტუსის რიგებსი დინ ჰეისენი დატოვებს.
ტურინულ გრანდში ცვლილებები გრძელდება და პრობლემური პოზიციების გასაძლიერებლად გუნდს რამდენიმე ფეხბურთელის, მათ შორის დინ ჰეისენის გაყიდვა უწევს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი ესპანელი ტალანტის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს და მისი მსურველების სიის ფონზე, ბიანკონერის ამ თანხის მიღება არ უნდა გაუჭირდეს.
ჰეისენის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის ყველაზე მეტად პსჟ, ნიუკასლი და რამდენიმე გერმანული გუნდი აქტიურობს.