TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის სარეკორდო შემოსავალი სეზონური აბონიმენტის გაყიდვის მხრივ…

Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, იუვენტუსმა სეზონური აბონიმენტების გაყიდვით მიღებული თანხის მხრივ Allianz Stadium-ზე გადაბარგების შემდეგ მე-2 საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ახალი მწვრთნელისა და ფეხბურთელების მისვლამ ბოლო წლების წარუმატებლობის შემდეგ ბიანკონერის ტიფოზებს ენთუზიაზმი დაუბრუნდა, რაც გაყიდულ აბონიმენტებშიც აისახება.

ყველაზე იაფიანი აბონიმენტი მიმდინარე წელს 529 ევრო ღირდა, საერთო ჯამში გუნდმა 19,200 აბონიმენტი გაყიდა და 33.2 მილიონი გამოიმუშავა, რაც გასულ წელთან შედარებით თითქმის 8 მილიონით მეტია.

უკეთესი შედეგი ფინანსური თვალსაზრისით იუვენტუსს მხოლოდ 2019/20 წელს ჰქონდა, როდესაც გუნდმა 33.5 მილიონი გამოიმუშავა.