TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს სანჩოს ტრანსფერში კონკურენციას ჩელსი უწევს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩელსი მანჩესტერის ფეხბურთელის ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერზე გააქტიურდა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ლურჯები მანჩესტერს ინგლისელის სანაცვლოდ უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობენ, თუმცა თავად ფეხბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.

იუვენტუსი სანჩოს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიფორმებს, თუ მანჩესტერი მის იჯარით გაშვებას დათანხმდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.