TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის რიგებს კიდევ მინიმუმ 5 ფეხბურთელი დატოვებს

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის რიგები სამუელ აილინგ-ჯუნიორმა, მოიზე კინმა, კონი დე ვინტერმა, ენცო ბარენეჩეამ, კაიო ჟორჟემ, ადრიენ რაბიომ, ალექს სანდრომ, დინ ჰეისენმა და მატიას სულემ დატოვეს, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის გაწმენდაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბიანკონერის რიგებშ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშ კიდევ მინიმუმ 5 ფეხბურთელი დატოვებს.

წამსვლელთა სიაში არიან არტური, დანიელე რუგანი, უესტონ მაკკენი, მატია დე შილიო და ფილიპ კოსტიჩი. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ფედერიკო კიეზასა და ვოიცეხ შესნის მომავალი, რომელთა გაყიდვას იუვენტუსი აქტიურად ცდილობს.