იუვენტუსს რეტეგი შესთავაზეს
იუვენტუსს იტალიელი ფორვარდის მატეო რეტეგის სამსახური შესთავაზეს.
26 წლის იტალიელ ფორვარდს სეზონის ბოლოს არაბული ალ-ქადშიას დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება სურს.
SportMediaset-ის ინფორმაციით, რეტეგი მზად არის, იტალიაში დასაბრუნებლად ხელფასი საგრძნობლად შეიმციროს. ის ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, მაგრამ ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
