TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს პოგბას თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული აქვს

პოლ პოგბას ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც ფრანგმა იუვენტუსში დარჩენის სურვილი დაადასტურა (იხილეთ აქ), ფეხბურთელის მომავალი ევროპული მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანია, თუმცა როგორც ჩანს, იუვენტუსს მის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს.

რომეო აგრესტის ინფორმაციით, ბიანკონერი ფრანგთან კონტრაქტის გაწყვეტაზე მუშაობს და მისი იუვენტუსის მაისურით ხილვა ფაქტობრივად გამორიცხულია.

იუვენტუსს პოლთან კონტრაქტის გაწყვეტა სასამართლოს მეშვეობით შეუძლია, თუმცა ბიანკონერის ფრანგთან ურთიერთობის პოზიტიურ ნოტაზე დასრულება სურს და იმედი აქვს, მასთან საერთო ენის გამონახვას შეძლებს.