იუვენტუსის პირველი წინადადება მატეტას თაობაზე
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი კრისტალ პალასს ჟან-ფილიპ მატეტას ტრანსფერზე უახლოეს პერიოდში პირველი წინადადებით მიმართავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, ფრანგი ფორვარდი 6-თვიანი იჯარით გაიფორმოს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო გახდება.
იუვენტუსსა და მატეტას შორის პირადი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება და ფრანგი ტურინში გადაბარგების წინააღმდეგი არ არის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
