TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსის პირველი ოფიციალური წინადადება ატალანტას

მატიას სულესა და დინ ჰეისენის ოფიციალურად გაყიდვის შემდეგ, იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერზე გააქტიურდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინულმა გრანდმა ლა დეას პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართა და ბერგამოელებს ნიდერლანდელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს სთავაზობს.

აღნიშნული შეთავაზება დიდი ალბათობით ატალანტას დასარწმუნებლად საკმარისი არ იქნება, თუმცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო და მოსალოდნელია, რომ ბიანკონერის ტრანსფერის დახურვა ბონუსების ჩათვლით 55 მილიონად შეეძლება.

36 views
error: დაცული კონტენტი !