TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ჯერჯერობით ოსიმენის ტრანსფერში რეალური კონკურენტი არ ჰყავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერში გამოკვეთილი ფავორიტია.

SportMediaset-ის ცნობით, ნიგერიელი ფორვარდის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია, თუმცა ამ მომენტისთვის მისი გამოსასყიდი თანხის – 75 მილიონი ევროს გადახდას არც ერთი გუნდი, მათ შორის არც ინგლისელები აპირებენ.

ოსიმენის გაფორმების სურვილი არაბებმა გამოთქვეს, თუმცა თავად ვიქტორს ევროპაში დარჩენა უნდა და მისი პრიორიტეტი იუვენტუსში ტრანსფერი გახლავთ.

დე ლაურენტისს ვიქტორის იტალიის ფარგლებს გარეთ გაყიდვა უნდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ოსიმენის კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში იწურება, იუვენტუსი საკმაოდ კარგ პოზიციაშია.

error: დაცული კონტენტი !