იუვენტუსს ნუნიესი შესთავაზეს
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს ალ-ჰილალის ფორვარის დარვინ ნუნიესის სამსახური შესთავაზეს.
26 წლის ურუგვაელ ფეხბურთელს იანვარში ევროპაში დაბრუნება სურს და მისი აგენტი კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიებას უკვე შეუდგა.
წყაროს ცნობით, იუვენტუსი იანვარში ცენტრ-ფორვარდის გაფორმების წინააღმდეგი არ არის, მაგრამ პრობლემა ნუნიესის მაღალი ხელფასია, რაც ამ მომენტისთვის მის ტურინში ტრანსფერს რთულად წარმოსადგენს ხდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
