იუვენტუსს ნკუნკუ შესთავაზეს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსს ჩელსის ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ შესთავაზეს.
ტურინული გრანდი რანდალ კოლო მუანის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, მაგრამ პსჟ მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 65-70 მილიონი ევროს შემცირებაზე უარს ამბობს, რაც ფრანგის იუვენტუსში ტრანსფერს საგრძნობლად ართულებს.
წყაროს ინფორმაციით, კოლოს ერთ-ერთი ალტერნატივა 27 წლის ნკუნკუა, ის ჩელსის გეგმებში აღარ შედის და ლონგონელები ფეხბურთელის 30-35 მილიონად გაყიდვის წინააღმდეგები არ არიან.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
