TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს მაკკენისთვის ახალი გუნდის პოვნა უჭირს…

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იუვენტუსს უესტონ მაკკენისთვის ახალი გუნდის პოვნა უჭირს, რაც გუნდისთვის შესაძლოა დიდი პრობლემა გახდეს.

წყაროს ცნობით, მაკკენის მსურველები მრავლად ჰყავს, თუმცა ამერიკელს ისეთ გუნდში თამაში სურს, რომელიც მას ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

სკირას თქმით, ჯერჯერობით მაკკენის ტრანსფერზე სერიოზულად არც ერთი გუნდი არ მუშაობს და დიდია ალბათობა, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ჯუნტოლის მისი გაცილებით იაფად გაყიდვა მოუწიოს.