იუვეს იანვარში ლუკას გაფორმება გაუჭირდება
იუვენტუსი უდინეზეს ფორვარდის ლორენცო ლუკას მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა ტურინულ გრანდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება გაუჭირდება.
Calciomercato-ს ცნობით, იუვენტუსის პრიორიტეტი იანვარში ცენტრალური მცველის გაფორმება იქნება, შეზღუდული ბიუჯეტის ფონზე კი ბიანკონერი უდინეზეს ლუკას სანაცვლოდ მოთხოვნილ 20 მილიონს ზამთარში ვერ გადაიხდის.