იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა მინიმუმ 80 მილიონი დაუჯდება
იუვენტუსი დიდი ალბათობით მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს, რაც გუნდისთვის უდიდესი სპორტული და ფინანსური დარტყმაა.
Calcio e Finanza-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენის გამო საპრიზო ფონდისა და სპონსორების ბონუსების ჩათვლით 80 მილიონ ევროს დაკარგავს, რაც შემდგომში გუნდის შედეგების მხრივ კიდევ უფრო გაიზრდებოდა.
წყაროს ცნობით, ჯონ ელკანი გუნდის ფინანსების დასარეგულირებლად მინიმუმ 50-მილიონიანი ინექციისთვის ემზადება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
