TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის თავიდან ასარიდებლად იუვეს 17 ქულა სჭირდება

იუვენტუსი განახლებულ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 17 სექტემბერს, პსვ-ს წინააღმდეგ დაიწყებს. (ბიანკონერის ჩემპიონთა ლიგის კალენდარი იხილეთ აქ)

Tuttosport-ის გამოთვლით, ტურინულ გრანდს პლეი-ოფის თავიდან ასარიდებლად და 1/16 რაუნდში გასასვლელად მინიმუმ 17 ქულის მოპოვება მოუწევს.

მინიმუმ 10 ქულაა საჭირო 9-დან 24-ე ადგილების დასაკავებლად, თუმცა ამ შემთხვევაში ბიანკონერის პლეი-ოფის გავლა მოუწევს.