TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ლაზარეთს ფაჯოლიც შეემატა…

იუვენტუსი ლაციოსთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა, რომელშიც ტურინულ გრანდს ფონს გასვლა მნიშვნელოვნაი საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს.

იტალიური მედიის ცნობით, ნაკრებში მიღებული ტრავმის გამო, გუნდთან ერთად ვარჯიშს ნიკოლო ფაჯოლი ვერ ახერხებს და დიდია ალბათობა, მან ლაციოსთან მატჩი გამოტოვოს.

Sky Sport-ის ცნობით, ფაჯოლის ტრავმა სერიოზული არ არის, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ის მომდევნო მატჩში გუნდის დახმარებას.

შეგახსენებთ, ლაციოს წინააღმდეგ გუნდს ბრემერი, მილიკი, კონსეისაუ, კოპმეინერსი და მაკკენი ვერ დაეხმარებიან.