TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს ლაციოსთან 6 ფეხბურთელი დააკლდება

სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, იუვენტუსი ლაციოსთან მატჩისთვის მზადებას შეუდგა და ბიანკოჩელესტის წინააღმდეგ ტურინულ გრანდს მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემების ფონზე მოუწევს ფონს გასვლა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსს არწივებთან ერთდროულად 6 ფეხბურთელი დააკლდება.

იუვენტუსს კოპმეიენრსი, ბრემერი, გონსალესი, მაკკენი, კონსეისაუ და არკადიუშ მილიკი დააკლდება.