იუვენტუსს კოპმეიენრსისა და ტოდიბოს ტრანსფერების დახურვა კვირის ბოლომდე სურს
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ტეუნ კოპმეიენრსისა და ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერების დახურვას მიმდინარე კვირის ბოლომდე ეცდება.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი დინ ჰეისენის, მატიას სულესა და სხვა ფეხბურთელების გაყიდვას ცდილობს, რომლებიც ტიაგო მოტას გეგმებში არ შედიან.
ჯუნტოლის ჰეისენი-სულედან ერთ-ერთის გაყიდვა უახლოეს დღეებში სურს, რაც იუვენტუსს ატალანტასთვის გაუმჯობესებული წინადადების გაკეთების საშუალებას მისცემს.