იუვენტუსს კონტეს გუნდში მიყვანა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სურს
იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, იგორ ტუდორი გუნდს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ უხელმძღვანელებს.
წყაროს ცნობით, იუვენტუსს გუნდში ანტონიო კონტეს მიყვანა სერია ა-ს დასრულებისთანავე, საკლუბო მუნდიალის დაწყებამდე სურს.
სემერაროს თქმით, იუვენტუსსა და კონტეს შორის 3-წლიანი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმება უკვე არსებობს და ტურინული გრანდი იმედოვნებს, რომ ნაპოლი მას ივნისის დასაწყისში იუვენტუსში დაბრუნების უფლებას მისცემს.

 
                 
                 
                