TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსს კონსეისაუს გამოსყიდვა 30 მილიონად შეეძლება

ფრანცისკო კონსეისაუს ტრანსფერის თაობაზე ალფრედო პედულამ ახალი დეტალები გაავრცელა.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი კონსეისაუს მშრალი იჯარით გაფორმებას იმიტომ დათანხმდა, რომ ფეხბურთელის ხელშეკრულებაში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ გუნდს პორტუდან მომდევნო ზაფხულში 30 მილიონად შეეძლება.

ტურინული გრანდი პორტუგალიელის 1-წლიან იჯარაში ბონუსების ჩათვლით 10 მილიონს გადაიხდის, სურვილის შემთხვევაში კი მისი გამოსყიდვა ზაფხულში 30 მილიონად შეეძლება.