TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის კატასტროფული მაჩვენებელი ტრავმების მხრივ…

მიმდინარე სეზონში იუვენტუსის წარუმატებელი თამაშის და შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაუთავებელი ტრავმებია და ამას სტატისტიკაც ადასტურებს.

იუვენტუსმა ხუან კაბალი და გლეისონ ბრემერი სეზონის სტარტზევე დაკარგა, არკადიუშ მილიკი კი ზაფხულში მიღებული ტრავმის გამო გუნდს ჯერ კიდევ ვერ ეხმარება და მისი დაბრუნების დრო კვლავ უცნობია.

სერიოზული ტრავმების გარდა, გუნდში ხშირია შედარებით მსუბუქი დაზიანებები. ბოლო ტრავმირებული ნიკოლო სავონა გახლავთ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო, რის გამოც ის დღეს კალიარის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

IlBianconero-ს ცნობით, იუვენტუსის ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში 25 ტრავმა მიიღეს, საერთო ჯამში კი მათ 177 მატჩი გამოტოვეს.

იუვენტუსის პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში 27 ფეხბურთელი მოხვდა და მათგან ამა თუ იმ სიმძიმის ტრავმა 18-მა ფეხბურთელმა მიიღო…

error: დაცული კონტენტი !