იუვენტუსს კარნეზეკის გასაფორმებლად ტრანსფერში დი გრეგორიოს ჩართვა სურს
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ატალანტას კარის დარაჯის მარკო კარნეზეკის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად შეუდგა.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელი კიპერის გაფორმების სხვადასხვა შესაძლებლობას სწავლობს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ტრანსფერში მიკელე დი გრეგორიოს ჩართვაა. ტურინული გრანდი მზად არის, ლა დეას მიკელესთან ერთად დაახლოებით 10 მილიონი ევრო შესთავაზოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
