იუვეს კადიოღლუს გაფორმება გაუჭირდება
იუვენტუსი ფლანგის მცველის ძიებას აგრძელებს და ბიანკონერის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფენერბაჰჩეს ფერდი კადიოღლუ გახლავთ, მაგრამ ტურინელებს მისი გაფორმება გაუჭირდებათ.
თურქული წყაროების ცნობით, ფენერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 35-40 მილიონს ითხოვს, მაღალ ფასს კი დიდი კონკურენციაც ემატება, 24 წლის უკანახაზელის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ, იუვენტუსი კი აუქციონში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.
კადიოღლუს ერთ-ერთი ალტერნატივა ლეჩეს 19 წლის ტალანტი პატრიკ დორგუა, მისი გაფორმება იუვენტუსს 15-20 მილიონი დაუჯდება.