იუვენტუსის ინტერესი სენესის მიმართ სერიოზულია
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი მარკოს სენესის მიმართ სერიოზულია.
28 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ბორნმუთთან სეზონის ბოლოს იწურება და წყაროს ცნობით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს მის უფასოდ გაფორმებას ეცდება.
მორეტოს თქმით, იუვენტუსმა არგენტინელი ცენტრალური მცველის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და ფეხბურთელის აგენტთან პირველი მოლაპარაკება გამართა. იუვენტუსი ეცდება, სენესისთან პრე-კონტრაქტი გააფორმოს და ის სეზონის ბოლოს უფასოდ დაიმატოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
