TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსის ინტერესი რასპადორის მიმართ სერიოზულია

ტურინული გამოცემა Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ნაპოლის შემტევის ჯაკომო რასპადორის მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, იტალიელის ტურინული გრანდის რიგებში ხილვა პირადად ტიაგო მოტას სურს, ბიანკონერის თავკაცი რასპადორის უნივერსალობასა და ტექნიკურ მახასიათებლებს ძვირად აფასებს და ჯუნტოლის ფეხბურთელის გაფორმება სთხოვა.

ნაპოლი რასპადორის სანაცვლოდ 25-30 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მხარეებმა შესაძლოა კიეზა-რასპადორის ბარტერი განიხილონ.