იუვეს ინტერესი მიქაუტაძეს მიმართ Tuttosport-მაც დაადასტურა…
IlBianconero-ს შემდეგ (იხილეთ აქ), იუვენტუსის ინტერესი გიორგი მიქაუტაძეს მიმართ გავლენიანმა ტურინულმა გამოცემა Tuttosport-მაც დაადასტურა.
მოგეხსენებათ, იუვენტუსი ვიცე-ვლაჰოვიჩის ძიებაშია და წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი ქართველ შემტევს ერთ-ერთ პოტენციურ კანდიდატად მოიაზრებს.
მიქაუტაძე ჯუნტოლის სატრანსფერო სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება და იანვარში იუვენტუსს მისი გაფორმების კარგი შანსი ექნება, რადგან ლიონს ფინანსური პრობლემების ფონზე, რის გამოც გუნდს ლიგა 2-ში დაქვეითება ემუქრება, ფეხბურთელების გაყიდვა მოუწევს.
