იუვენტუსის ინტერესი კესის მიმართ სერიოზულია
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ალ-აჰლის ნახევარმცველის ფრანკ კესის მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი კოტ-დიუვარელ ფეხბურთელს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოიაზრებს.
გამოცემის ინფორმაციით, კესის იუვენტუსში დასაბრუნებლად ხელფასის საგრძნობლად შემცირება მოუწევს და როგორც ჩანს, 29 წლის ფეხბურთელი ამის წინააღმდეგი არ არის.
კესის მიმდინარე კონტრაქტი ალ-აჰლისთან სეზონის ბოლოს იწურება და არ არის გამორიცხული, არაბებმა იანვარში მის უფასოდ გაშვებაზე თანხმობა განაცხადონ…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
