TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვეს ინტერესი გონსალესის მიმართ სერიოზულია

Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ფიორენტინას მარჯვენა ვინგერის ნიკოლას გონსალესის მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, მხარეებმა გონსალესის შესაძლო ტრანსფერი მოიზე კინის თაობაზე მუშაობის დროს განიხილეს და როგორც ეკონომიკური, ასევე ტექნიკური პუნქტების გამო, არგენტინელის კანდიდატურა იუვენტუსში სერიოზულად განიხილება.

ფიორენტინა 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს, მაგრამ ბიანკონერის უესტონ მაკკენის გამოყენებით ამ თანხის დაახლოებით 15 მილიონით შემცირება შეეძლება.