იუვენტუსს იანვარში სერია ა-ში თამაშის გამოცდილების მქონე მცველის გაფორმება სურს
იუვენტუსი ცენტრალური მცველის ძიებას აგრძელებს და როგორც ჩანს, კრისტიანო ჯუნტოლი ფლამენგოს უკანახაზელის ლეო ორტიზის გაფორმებას უარს ამბობს და ალტერნატიული ვარიანტების ძებნას იწყებს.
SportItalia-ს ინფორმაციით, იუვენტუსს იანვარში ისეთი მცველის გაფორმება სურს, რომელსაც სერია ა-ში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, ადაპტაციის გავლა არ მოუწევს და გუნდის დახმარებას დაუყოვნებლივ შეძლებს.
იუვეს მთავარი სამიზნეები მილან შკრინიარი, არდიან ისმაილი და ჯაკა ბიჯოლი იქნებიან.