იუვენტუსს ჰანცკოს ტრანსფერში 2 ფეხბურთელის ჩართვა სურს
ფეიენორდის უკანახაზელი დავიდ ჰანცკო იუვენტუსის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება და ტურინული გრანდი მის გაფორმებას იანვარშივე ეცდება.
SportItalia-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდი ნიდერლანდელებს ჰანცკოს სანაცვლოდ ფულთან ერთად ფაკუნდო გონსალესსა და სამუელ მბანგულას შესთავაზებს.
გონსალესი იჯარის წესით ფეიენორდის რიგებში ასპარეზობს და ნიდერლანდელებს მისი შენარჩუნება სურთ, მბანგულას მიმართ კი ფეიენორდი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს, ამიტომ არ არის გამორიცხული, იუვენტუსმა ამ წინადადებაზე თანხმობა მიიღოს.