იუვენტუსს გორეცკა შესთავაზეს
იტალიური მედიის ცნობით, სერია ა-ს რამდენიმე გუნდს, მათ შორის იუვენტუსს ბაიერნის ფეხბურთელის ლეონ გორეცკას სამსახური შესთავაზეს.
30 წლის გერმანელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ბაიერნთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ გერმანელის აგენტმა კლიენტისთვის ახალი გუნდის ძიება უკვე დაიწყო.
Calciomercato-ს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ გორეცკას გაფორმება სეზონის ბოლოს უფასოდ იქნება შესაძლებელი, ის ამ მომენტისთვის იუვენტუსის პრიორიტეტი არ არის, კომოლის გუნდის გაძლიერება უფრო ახალგაზრდა და პერსპექტიული ფეხბურთელებით სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
